Header Ads

loading...

Spotify-მ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების გამო ფლეილისტებიდან R. Kelly-ს სიმღერები წაშალა

მუსიკალურმა სერვისმა Spotify-მ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებს გამო ფლეილისტებიდან ამერიკელი მომღერლის R. Kelly-ს სიმღერები წაშალა. ამის შესახებ Billboard-ი წერს.

როგორც ჟურნალს Spotify-ს წარმომადგენლებმა განუცხადეს, სერვისს ახალი პოლიტიკა აქვს, რის გამოც ყველა ფლეილისტიდან მომღერლის კომპოზიციები წაიშალა.

Spotify-მა ახალი პოლიტიკის შესახებ 10 მაისს განაცხადა, რომლის თანახმად სერვესი უფლებას იტოვებს წაშალოს კონტენტი, რომელიც პროპაგანდას უწევს ან ამართლებს მტრობას ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფისადმი სქესის, რელიგიის, რასის და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

R. Kelly ქალებისა და მოზრდების მიმართ სექსუალურ ძალადობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. 2017 წელს მის წინააღმდეგ კამპანია #MuteRKelly დაიწყო, რის გამოც მუსიკოსის კონცერტები გაუქმდა. R. Kelly ყველა ბრალდებას უარყოფს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.