Header Ads

loading...

აშშ-ის სენატმა Trump Tower-ში შეხვედრის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ტრამ თაუერში, 2016 წლის ივნისში, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის ნდობით აღჭურვილ პირებსა და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის ამსახველ დოკუმენტს აქვეყნებს. ამის შესახებ BBC წერს

საუბარია 2,556 გვერდიან ანგარიშზე, რომელიც ტრამპის უფროსი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსისა და რუსი ადვოკატის ნატალია ვესელინცკაიას შორის შეხვედრას ასახავს. დოკუმენტი სხვადასხვა სახის ჩანაწერებსა და ტრამპის უფროს შვილთან ინტერვიუს აერთიანებს. 

რუსი ადვოკატი, ნატალია ვესელინცკაია ამ დრომდე უარყოფს, რომ ის რუსეთისთვის მუშაობდა. 

შეხვედრის ორგანიზატორი რობ გოლდსტოუნი იყო.  გოლდსტოუნი Crocus Group-ის მფლობელის არას აგალაროვის შვილთან, ემინ აგალაროვთან მუშაობს. აღსანიშნავია, რომ აუდიენცია მომღერალ ემინ აგალაროვის თხოვნით გაიმართა. 

შეხვედრაში დონალდ ტრამპ უმცროსთან და ნატალია ვესელინცკაიასთან ერთად ქართველ-ამერიკელი ბიზნესმენი ირაკლი კაველაძეც იღებდა მონაწილეობას. 

10 ივლისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის შვილი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შეხვდა რუს იურისტს, რომელიც დემოკრატ კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე კომპრომატების გადაცემას დაჰპირდა. თუმცა, საგამოძიებო კომისიას ვერც ამ ფაქტმა მისცა უფრო სერიოზული ბრალდებების წაყენების საფუძველი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.