Header Ads

loading...

ახალქალაქში მდებარე XIII საუკუნის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი სამცხე-ჯავახეთის ქალაქ ახალქალაქში მდებარე XIII საუკუნის ეკლესიას მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

დარბაზული ტიპის ნაგებობა სხვადასხვა ზომის ნათალი ქვით არის აგებული და თავის ეპოქის დარბაზული ეკლესიების მსგავსია. 

კანიონში მდებარე ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 18 აპრილს მიენიჭა. 

ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 16 მაისს გამოქვეყნდა. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.