Header Ads

loading...

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი


ფსიქოლოგიურად სტაბილური დღე გელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებულ საქმეებზე მუშაობა დაასრულოთ, შეხვდეთ ძველ მეგობრებს ან ნათესავებს. შესაძლოა, წარსულის ტვირთისგან გათავისუფლდეთ და აწმყოთი განაგრძოთ ცხოვრება. განსაზღვრეთ თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა და ოჯახური სტატუსი.


კუროამ დღეს აქტიურობით გამოირჩევით. საკუთარი საქმე გაგიტაცებთ. შესაძლოა, თქვენი დამატებითი შესაძლებლობებით და გენიალურობით გააკვირვოთ თანამშრომლები. თუკი წარმატების მიღწევა გსურთ, აირჩიეთ ღირსეული მოკავშირეები. კოლექტივში მუშაობით შეძლებთ პროფესიული მწვერვალების დაპყრობას.


ტყუპებიშესანიშნავი დღე გელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ, ვინმეს დახმარებისა და ზედმეტი კონტროლის გარეშე. არ უნდა დაუთმოთ მოწინააღმდეგეს. იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ და მიზანსაც მიაღწევთ. თუკი გსურთ, რამდენიმე პრობლემა ერთდროულად მოაგვაროთ, ზომიერად გადაანაწილეთ დრო და ძალები.


კირჩხიბიამ დღეს თავს თავისუფლად, ძლიერად, თავდაჯერებულად და ბედნიერად იგრძნობთ. არ გამოირიცხება მოგზაურობა და საკომუნიკაციო წრის მნიშვნელოვნად გაზრდა. მართალია, წარმატების ხათრით მოგიწევთ ცოტა ნერვიულობა, თუმცა, მალევე მიხვდებით, რომ შედეგი ოდნავ ნერვიულობად ღირს.


ლომიიმოქმედეთ გონივრულად, საგულდაგულოდ იფიქრეთ თითოეულ ნაბიჯზე და ბევრს მიაღწევთ. ყველაზე მთავარი დახმარება თქვენთვის საკუთარი სიფრთხილე და ინტუიცია აღმოჩნდება. ამ ორი თვისების დახმარებით იმ საქმეების დასრულებასაც მოასწრებთ, რომლებზეც დიდი ხნის წინათ ჩაიქნიეთ ხელი. ნუ შეგაშინებთ კრედიტის აღება, დაზღვევის გაფორმება ან უძრავი ქონების ინვესტირება ბიზნესში.


ქალწულიამ დღეს განსაზღვრავთ, რომელია თქვენთვის უმნიშვნელოვანესი საქმე და დავალება. არ გამოირიცხება, დაიღალოთ, რის საფუძველზეც ქრონიკული დაავადებები შეგახსენებთ თავს. ვარსკვლავები არ გირჩევენ სამომავლოდ გეგმების შედგენას. თქვენთვის რეკომენდებულია დასვენება.


სასწორისახლში სიტუაცია გაუმჯობესდება, რაც თქვენი მეორე ნახევრის დამსახურებით მოხდება. თქვენც ორიენტირებული ხართ ოჯახზე, მაგრამ უფრო მეტად იდეების ხელმძღვანელობა, ბავშვებთან ერთად დასვენება და ყოველდღიური საქმეების სხვებზე გადაბარება მოგწონთ. იფიქრეთ, იქნებ ახალი შესაძლებლობები გამოიყენოთ თქვენი ბიზნესის გასავითარებლად?


მორიელიდოგმატიკა, სიმკაცრე და სხვის ინვესტიციებზე დამოკიდებულება საქმეებში სერიოზულად შეგიშლით ხელს. პარტნიორებთან ლოიალური ურთიერთდამოკიდებულების შექმნა მნიშვნელოვანია. მოერიდეთ უმიზეზო ეჭვიანობასა და შურს.


მშვილდოსანიეს დღე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება, განსაკუთრებით ადრე დაწყებული საქმეებისა და ჩანაფიქრების განსახორციელებლად, ინვესტიციებისთვის და უძრავი ქონების დაბანდებისთვის ბიზნესის გასაფართოებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოეკიდოთ საკუთარ გეგმებს, პროექტებს და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ მიღებული შედეგის დადებით და უარყოფით მხარეებზე.


თხის რქაკარიერაში წარმატებას მიაღწევთ, რაშიც საკუთარი განათლება, მიღებული წოდება და ფილოსოფიური საკითხების შესწავლა დაგეხმარებათ. ასე რომ, მზად იყავით კარიერული წინსვლისთვის. ვარსკვლავების თქმით, თქვენს წარმატებაში თანამშრომლები, პარტნიორები და თანამოაზრეები დიდ წვლილს შეიტანენ.


მერწყულიახალი, მოულოდნელი გეგმები და პროექტები თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. შესაძლოა, უცხოელი პარტნიორებისგან საჩუქრები მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ფულის დაბანდებას. საკუთარი ინტერესების დასაცავად სასურველია, რიგი ზომები მიიღოთ.


თევზებისოციალურ ქსელში, სამსახურსა და რელიგიურ ორგანიზაციებში საკუთარი თავის წარმოჩენას შეძლებთ. თუკი სოციალური კონფლიქტების დარეგულირებასა და უსამართლობასთან ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებთ, საკუთარი სურვილების სრულად რეალიზებას შეძლებთ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.