Header Ads

loading...

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. არსებობს ასეთი გამოთქმა: თუ გინდათ კარი გაგიღონ, უნდა დააკაკუნოთ. მოგიწევთ დღეს ეს გაიხსენოთ. თქვენი პროფესიონალიზმი და უნარი გამოძებნოთ გამოსავალი ყველაზე მოულოდნელი სიტუაციიდან, დაგეხმარებათ ყველა პრობლემის თავიდან აცილებაში.

კურო. ამ ნიშნის წარმომადგენელთა ნებისმიერ გეგმასა და ჩანაფიქრს განხორციელება უწერია, თუ შეუმჩნევლად იმოქმედებენ და მათ შესახებ არავის უამბობენ. წარმატებული იქნება ეს დღე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახურის შეცვლა გადაუწყვეტია და აფსოლიტურად წარუმატებელი იქნება მათთვის ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წარუმატებლობები პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ მეტისმეტად ნუ კონცენტრირდებით ინტიმურ პრობლემებზე. ბოლოს და ბოლოს სექსი და სიყვარული სხვადასხვა რამეებია.

ტყუპები. ტყუპებს დღეს ვარსკვლავები მრავალ სიურპრიზს ჩუქნიან. სამწუხაროდ მათგან ყველა სასიამოვნო არ აღმოჩნდება. მაგრამ ბედი დაგეხმარებათ ამასთან გამკლავებაში. არც თუ ისე სასიამოვნო პერიოდია მოსალოდნელი მატერიალური თვალსაზრისითაც. მაგრამ შეეცადეთ არ მისცეთ გასაქანი ემოციებს. თუ ამ დღეს ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება გადაწყვიტეთ, უმჯობესია ის სამომავლოდ გადადოთ. თვალყური ადევნეთ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას.

კირჩხიბი. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი დღეს ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობას საჭიროებს. ერიდეთ სხვადასხვა სახის გადატვირთვას, ეს დღე კი მიუძღვენით გამაჯანსაღებელ პროცედურებს. ალკოჰოლური სასმელი და ცხიმიანი საკვები ამ დღეს კატეგორიულად აკრძალულია. ბევრი მანდილოსანი კირჩხიბისათვის მოსალოდნელია არასასურველი ან საშვილოსნოს გარე ორსულობა, ასევე ანთებითი დაავადებები.

ლომი. ამ დღეს შეეცადეთ თავი შეიკავოთ სერიოზული შენაძენებისგან, განსაკუთრებით ტექნიკის. თქვენი საქმეებიდან და პროექტებიდან ბევრი დაუსრულებელი დარჩება. ერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს ისინი შესაძლოა ცუდად დასრულდეს. ყურადღებით იყავით გზაზე, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის დაზიანებები.

ქალწული. სავარაუდოდ თქვენ გელოდებათ სტაბილური და მყარი ურთიერთობები პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. მრავალი საქმე და პროექტი დღეს პრიორიტეტული იქნება ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელისთვის. მაგრამ დროთა განმავლობაში დაიწყება უფრო წარმატებული ფინანსური პერიოდი. შეეცადეთ არ დააბანდოთ ფული საქმეში. სიყვარულში მაგრად ჩაეჭიდეთ იმ ადამიანს, ვინც უკვე გყავთ, თორემ მას დაკარგავთ თუ ახალი ინტრიგებით გატაცებას არ მოერიდებით.

სასწორი. თუ დიდი ხანია გარდერობის განახლებას გეგმავთ, არანაირი მიზეზი არ არსებობს საკუთარ თავს ამაზე უარი უთხრათ. აჩუქეთ საჩუქრები მეგობრებს. ისინი სასიამოვნოდ გაოცდებიან.

მორიელი. დღის პირველ ნახევარში მორიელებს ახალი ნაცნობობა, რომანტიული გატაცება და ასევე სასიყვარულო თავგადასავალი ელით. დღეს ყოველგვარი განსაკუთრებული შრომისა და ძალიხმევის გარეშე გაუმკლავდებით ნებისმიერ პროფესიულ საქმეს. ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭი და მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ თანამოაზრეთა შემოსაკრებად. დღის პირველ ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ტრავმები და დაზიანებები. ასევე მოსალოდნელია ამ დღეს პრობლემები გარშემომყოფებთან.

მშვილდოსანი. შეეცადეთ ამ დღეს ასე ემოციურად არ მოახდინოთ რეაგირება პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავის ადგილს, თქვენ კი მოთმინებისთვის დაგაჯილდოვებთ. თქვენგან დაგეგმილი ყოველი შეხვედრა წარუმატებლად წარიმართება, საქმეები კი დროისა და ენერგიის მაქსიმალური ხარჯვის შედეგად მოგვარდება. შეეცადეთ არ აკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები და ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.

თხის რქა. თხის რქებს გენერალურ დალაგებას ვურჩევთ. გელით მოულოდნელი ზარები და ვიზიტები. დაუთმეთ ყურადღება პარტნიორებს, მეგობრებს, ნათესავებს. დღევანდელი დღე გაატარეთ მეგობრების წრეში და დატკბით ხალისიანი ატმოსფეროთი.

მერწყული. ამ ნიშნის წარმომადგენლები ფარულ არაკეთილმოსურნეებს უნდა უფრთხილდნენ. არავის ანდოთ ამ დღეს საკუთარი გეგმები და საიდუმლოებები. უმჯობესია საკუთარ ინტუიციას და საღ აზრს მიენდოთ. ამ დღის სიზმრები ბედნიერების მომასწავებელია და როგორც ყოველთვის, ასრულებას გპირდებათ.

თევზები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. ამ დღეს მოსალოდნელია ავარიები და კატასტროფებიც კი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ამ დღის ავადმყოფობა მძიმე შედეგების მომტანი იქნება. არ გასცეთ სესხი, მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. დაუთმეთ ყურადღება ბავშვებსა და ასაკოვან მშობლებს. ამ დღის სიზმარი ნეგატიური ინფორმაციის მატარებელი იქნება.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.