Header Ads

loading...

მე-12 კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ საღამოზე ავარიაში მოყვნენ

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მე-12 კლასის მოსწავლეები, გამოსაშვებ საღამოზე ავტოავარიაში მოყვნენ. შემთხვევა გვირაბთან მოხდა. ინფორმაციას 'აჭარის ტელევიზია' ავრცელებს.

მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დააფიქსირა. მოკვლევა გრძელდება.

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.