Header Ads

loading...

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი


ამ დღეს გამომგონებლური და ნოვატორული ნიჭით გამოირჩევით. თავისუფლების მიმართ ფსიქოლოგიური მისწრაფება გექნებათ. დაკავდით ჩვეული საქმეებით და ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ გჭირდებათ დასვენება. ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები მომდევნო დღისთვის გადადეთ.


კუროსაოჯახო საქმეების კეთება ნაკლებად გაგიტაცებთ. ამ დღეს ახალი შთაბეჭდილებები გჭირდებათ. შესაძლოა, ვინმემ დააიგნოროს თქვენი ინიციატივები, თუმცა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს აუცილებლად გაგიმართლებთ.


ტყუპებიშესაძლოა, სამოგზაუროდ წახვიდეთ, სადაც სრულიად რეალური ცხოვრებისეულ პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. თუკი დასასვენებლად წასვლას ჯერ არ აპირებთ, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ აუცილებლად დააჩქაროთ.


კირჩხიბისაჯარო გამოსვლისთვის და მასობრივი ღონისძიებებისთვის ჯერ მზად არ ხართ. შესაძლოა, ხალხის მასამ გაგაღიზიანოთ. შეეცადეთ, ჩრდილში იყოთ. ამ ეტაპზე თქვენთვის არ არის მიზანშეწონილი ყურადღების ცენტრში ყოფნა.


ლომიამ დღეს ძალიან საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. შესაძლოა, საერთო რომანტიკული განწყობა გაკავშირებდეთ შემოქმედებით პროფესიებში - თუკი ერთმანეთი არ შეგიყვარდებათ, შემოქმედებითი შთაგონებებით მაინც დაიტვირთებით. ნუ შეიკავებთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს, შეეცადეთ, რჩეული მიიზიდოთ.


ქალწულიეს დღე მეცნიერების შესწავლასთან, სიბრძნესთან და მიზნების მიღწევასთან ასოცირდება. შეგიძლიათ, საკუთარი მომავალი გამოიცნოთ (მაგრამ არა ბანქოს მიხედვით). დაავადება, რომელიც ამ დღეს შეგაწუხებთ, შესაძლოა, გაჭიანურდეს და ქრონიკულში გადავიდეს. მკურნალობისთვის მხოლოდ მედიკამენტები არ გიშველით, აუცილებელია, ორგანიზმის შინაგანი რეზერვი.


სასწორიეს დღე შესანიშნავია შეყვარებული სასწორებისთვის, რადგან რუტინული საქმეებისგან განთავისუფლდებიან და დროს ისე გაატარებენ, როგორც მოესურვებათ. საპირისპირო სქესის მქონე ადამიანები თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენენ. შეგიძლიათ, რჩეული საკუთარი ორიგინალური აზროვნებით მოხიბლოთ.


მორიელისიყვარულში ცხოვრების აზრს იპოვით, თუკი ეს გრძნობა თქვენს ტემპერამენტს საჭირო თავგადასავალს, მკვეთრ შეგრძნებებსა და სექსში დინამიკას მოუტანს. ამ დღეს, შესაძლოა, იყოთ არაობიექტური საკუთარ შეფასებებში. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ქორწინება ამ დღეს არასასურველია.


მშვილდოსანისახლში კომფორტული და მოხერხებული გარემოს შექმნის ნიჭის გამო საპირისპირო სქესის მქონე ადამიანების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. წარმატებული დღე გელოდებათ, თქვენს რჩევებს გარშემომყოფები გაითვალისწინებენ. თუკი ფიქრობთ, რომ გამარჯვება შეგიძლიათ, აუცილებლად გაიმარჯვებთ. რწმენა - ეს ის არის, რაც აუცილებელია წარმატებისთვის.


თხის რქავარსკვლავები ემოციურ დღეს გიწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, ამ დღის მოვლენებმა თავბრუ დაგახვიოთ. არ დაიბნეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და აკონტროლეთ საკუთარი ქმედებები.


მერწყულიეს დღე სიყვარულთან, რომანტიკასთან და სიხარულთან ასოცირდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თქვენთვის აუცილებელია. შეეცადეთ, პარტნიორთან ურთიერთობის დროს იყოთ თავაზიანი, თბილი და გაწონასწორებული. მისგანაც იმავე ემოციებს მიიღებთ.


თევზებიეს დღე შესანიშნავია საოჯახო შენაძენებისთვის. შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის, აგარაკის ან ფარეხის მოწყობით დაკავდეთ. ასევე, გარდერობის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ კონსტრუქციულ წამოწყებას და შეეცადეთ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულოთ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.