Header Ads

loading...

ადიგენში სატვირთო მისაბმელიან ტრაქტორს დაეჯახა. დაშავებულთაგან 2 ბავშვია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა ტრაქტორს დაეჯახა, რომლის მისაბმელზეც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. აქედან ორი ბავშვია. ოთხივე მათგანმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.