Header Ads

ზაზა სარალიძე: მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, თქვან თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, არაფერი დამალონ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მის შვილთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

როგორც ზაზა სარალიძემ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო.


„სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდებოდა, ალბათ, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ მოძალადე არ იყო, მაშინ ყველაფერი გამოააშკარაონ", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.


პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.


 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.