Header Ads

loading...

ჰავაიში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 600-მდე სახლი განადგურდა

ჰავაიში ვულკან კილაიუეას ამოფრქვევის შედეგად 600-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

ამის შესახებ Reuters ჰავაის ოლქის მერზე გარი კიმზე დაყრდნობით იტყობინება.


აღნიშნულია, რომ სტიქიისგან დაზარალებულების დასახმარებლად მილიონი დოლარია გამოყოფილი.


12 მაისს ჰავაიში ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.


 


 


 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.