Header Ads

Airbnb-მა იაპონიაში ათასობით ჯავშანი გააუქმა

აპარტამენტების, ბინების, სახლებისა და სხვა საცხოვრებლების დაჯავშნის ყველაზე გავრცელებულ და მოსახერხებელ სისტემას, Airbnb.com-ს იაპონიაში ათასობით ჯავშნის გაუქმება მოუწია. ამის შესახებ BBC წერს. 

ამის მიზეზი იაპონიაში ახალი კანონის ამოქმედებაა, რომლის მიხედვითაც, არცერთ საცხოვრებელს არ აქვს ტურისტების მიღების უფლება, თუ ობიექტი ბიზნესისთვის არაა რეგისტრირებული და არ გააჩნია შესაბამისი ლიცენზია. 

გაირკვა, რომ Airbnb-ის მეშვეობით არაერთი არალიცენზირებული საცხოვრებელი ქირავდებოდა იაპონიაში. 

Airbnb-ი სილიკონის ველის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომლის ამჟამინდელი ღირებულებაც $30 მილიარდს შეადგენს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.