Header Ads

loading...

რობი უილიამსმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე აუდიტორიას უცენზურო ჟესტი უჩვენა

მსოფლიო ჩემპიონატის 2018-ის გახსნით ღონისძიებაზე ბრიტანელი მომღერალმა რობი უილიამსმა საკუთარი ჰიტები შეასრულა. მისი გამოსვლის ხანგრძლივობამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო, - უილიამსის გამოსვლა 10 წუთიც არ გაგრძელებულა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

44 წლის ბრიტანელმა მომღერალმა ცერემონიისას კამერებს უცენზურო ჟესტი უჩვენა.

მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დაიწყო. გახსნის ცერემონია ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. 

მასში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელმა რონალდომ, რობი უილიამსმა და ვენის ოპერის სოლისტმა აიდა გარიფულინამ.

ღონისძიებას 80 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი.

გახსნის ცერემონიის შემდეგ პირველი მატჩი დაიწყო, რომელშიც მასპინძელი ქვეყანა საუდის არაბეთის წინააღმდეგ თამაშობს.

მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.