Header Ads

loading...

ვინ იყო მიქაელ არამიანცი, რომლის დაარსებულ კლინიკაშიუფასოდ მკურნალობდნენ პაციენტებს

მიქაელ არამიანცი ქალაქის ყველაზე მდიდარი ვაჭრების რიგს მიეკუთვნებოდა.

მის სახელს ეკუთვნის დღევანდელი არამიანცის საავადმყოფოც, რომლის აშენებაც თავად ითავა, იგი ტფი­ლი­სის ვაჭ­რე­ბის უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი იყო და და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, ალექ­სან­დ­რე მან­თა­შოვ­თან, ევ­გე­ნი ზე­მელ­თან, აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას­თან და მე­ლიქ აზა­რი­ან­ც­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვის.


არა­მი­ან­ცი წარ­მო­შო­ბით მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან იყო. მაგრამ 1871 წელს კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის აღი­ა­რე­ბულ ცენტრს - ტფი­ლისს მო­ა­შუ­რა. 28 წლი­სამ პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი შე­აგ­რო­ვა. ვაჭ­რობ­და ქსო­ვი­ლე­ბით, აბ­რე­შუ­მით, შა­ლით. ჩარ­თუ­ლი იყო შაქ­რის ტრან­ზი­ტულ კო­მერ­ცი­ა­ში მარ­სელ­თან, თავ­რიზ­თან, თე­ი­რან­თან, მაგ­რამ დი­დი ქო­ნე­ბა ნავ­თო­ბის სფე­რო­ში და­აგ­რო­ვა.


კო­მერ­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ არა­მი­ანცს, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა. ჯერ კი­დევ ტფი­ლის­ში ყოფ­ნი­სას მას ცნო­ბი­ლი კო­მერ­სან­ტის, შოლ­კო­ი­ან­ცის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი - ეხი­სა­პე­ტი შე­უყ­ვარ­და. მა­ლე არა­მი­ან­ც­მა იგი ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა და ახალ­შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი ბა­ქო­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. მაგ­რამ ეხი­სა­პეტს ბა­ქო სა­შინ­ლად არ მოს­წონ­და, პრო­ვინ­ცი­ულ, მიყ­რუ­ე­ბულ ად­გი­ლად თვლი­და და ქმარს ყო­ველ­დღე ტფი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ეჩი­ჩი­ნე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, არა­მი­ან­ცი ცოლ­მა და­ი­ყო­ლია. მი­ქა­ელ­მა ბა­ქო­ში "საქ­მე" გა­ყი­და და ტფი­ლისს და­უბ­რუნ­და, მაგ­რამ ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა არც ტფი­ლის­ში შეც­ვ­ლი­ლა. არა­მი­ან­ცის ცო­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ებს მთე­ლი ქა­ლა­ქი ირო­ნი­ით ჰყვე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, ოჯა­ხი და­ინ­გ­რა.


ეხი­სა­პე­ტის შემ­დეგ, არა­მი­ან­ცი ტფი­ლი­სის ცნო­ბილ ლა­მაზ­მანს, ევ­გე­ნია შხი­ანცს და­უ­ახ­ლოვ­და. მარ­თა­ლია, ევ­გე­ნია ცო­ლად არ მო­უყ­ვა­ნია, მაგ­რამ ყველ­გან ამ­ბობ­და, რომ იგი მი­სი მე­უღ­ლე იყო. საყ­ვა­რელს მი­ქა­ელ­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აუშე­ნა. ეზო­ში, ბრინ­ჯა­ო­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ირ­მის ქან­და­კე­ბა დაუდ­გა, რო­მე­ლიც არა­მი­ან­ც­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­რიზ­ში და­ამ­ზა­დე­ბი­ნა. მაგ­რამ ბიზ­ნეს­მენს არც ევ­გე­ნი­ას შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­უ­მარ­თ­ლა - შხი­ან­ც­მა ის მი­ა­ტო­ვა და საყ­ვა­რელ­თან ერ­თად, ტფი­ლი­სი­დან გა­იქ­ცა. მოკლედ არა­მი­ან­ცი ტფი­ლის­ში სა­ბო­ლო­ოდ და­ფუძ­ნ­და და მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნეს­ზე გა­და­ერ­თო. ეს ერ­თ­გ­ვა­რად, ქველ­მოქ­მე­დე­ბაც იყო და კო­მერ­ცი­აც. გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­ზე ააშე­ნა სას­ტუმ­რო "მა­ჟეს­ტი­კი" , სას­ტუმ­რო "პა­ლას-ოტე­ლი" (დღე­ვან­დე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი) და რა თქმა უნ­და, ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო. იმ პე­რი­ო­დის ტფი­ლის­ში მხო­ლოდ ერ­თი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი კლი­ნი­კა მოქ­მე­დებ­და, რო­მელ­საც ხალ­ხი "მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს" ეძახ­და. დი­დი ნა­კა­დის გა­მო, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო მუდ­მი­ვად გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო და მო­სახ­ლე­ო­ბა წე­სი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ იღებ­და. 1903 წელს არა­მი­ან­ც­მა არ­გუ­ტინ­ს­კის წე­რი­ლი მის­წე­რა, სა­დაც ახა­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს აშე­ნე­ბის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქ­ვა, ამის სა­ნაც­ვ­ლოდ, მი­ქა­ელ­მა მო­ითხო­ვა, რომ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს მი­სი სა­ხე­ლი დარ­ქ­მე­ო­და. მშე­ნებ­ლო­ბა 1910 წელს დას­რულ­და. ევ­რო­პი­დან რენ­ტ­გე­ნის აპა­რა­ტიც კი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც მე­ფის რუ­სეთ­ში სა­ერ­თოდ არ იყო. ეს გახ­ლ­დათ კლი­ნი­კა, სა­დაც სრუ­ლი­ად უფა­სოდ მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ პა­ცი­ენ­ტებს. ექი­მე­ბის ხელ­ფას­საც კი არა­მი­ან­ცი იხ­დი­და.


ცხოვრების ბოლო კი არა­მი­ან­ც­მა სი­ცოცხ­ლე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ას­რუ­ლა. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის დაწყე­ბუ­ლი საქ­მე ბოლ­შე­ვი­კებ­მა გა­აგ­რ­ძე­ლეს და 1921 წელს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­მი­ან­ცი სერ­გის ქუ­ჩი­და­ნაც გა­მო­აგ­დო. მი­ქა­ელს სა­კუ­თარ სახ­ლ­ში მხო­ლოდ პა­ტა­რა სარ­და­ფი შერ­ჩა, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ამ­ბო­ბენ, მას ხში­რად ხე­დავ­დ­ნენ სას­ტუმ­რო "მა­ჟეს­ტიკ­თან", რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც მი­ლი­ო­ნე­ბი და­უჯ­და. იგი სი­ნა­ნუ­ლით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და მშვე­ნი­ე­რი შე­ნო­ბის ფა­სადს და კედ­ლებს ეფე­რე­ბო­და.


ტფი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ვა­ჭარ­თა უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც მი­ლი­ო­ნებს შე­ად­გენ­და, 1924 წელს, სი­ღა­რი­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არა­მი­ან­ცის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე უამ­რა­ვი ტფი­ლი­სე­ლი მი­ვი­და. არა­მი­ან­ცი ხო­ჯე­ვა­ნის სომ­ხურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რ­ძა­ლეს. წლე­ბის შემ­დეგ, მაშინდელმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სომ­ხუ­რი სა­საფ­ლა­ოს ად­გი­ლას დი­დი პარ­კი მო­აწყო. არა­მი­ან­ცის საფ­ლა­ვი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.