Header Ads

loading...

მარნეულის მერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ აბაზოვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

თემურ აბაზოვი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზეა დაკავებული და მას  ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


გამოძიება სოციალურ ქსელში ღირსების შემლახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაიწყო, სადაც მარნეულის მცხოვრებს "ქართული ოცნების" ლიდერების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სექსუალური ძალადობის მუქარით ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულეს.


ბრალდებული მერის ინტერესებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იცავს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.