Header Ads

loading...

დაზიანებული თმის კანის და ფრჩხილების მოვლის მარტივი გზა


ზაფხულის პერიოდში თმის, კანის და ფრჩხილების მოვლას საკმარის დროს ვერ ვუთმობთ, დასვენებისას კი ვერც მზისგან გამოწვეულ დაზიანებებს ვამჩნევთ. სამწუხაროდ, რამდენადაც ზაფხულს, მზეს და ზღვას ჩვენთვის დადებითი ემოციები მოაქვს, იმდენადვე აშრობს კანს, თმას და ფრჩხილებს.


თმის დაზიანება:











ფოტო: COSMOPOLITAN






თმა მზეზე განსაკუთრებულად ზიანდება. ხშირად გვავიწყდება ან საჭიროდ არ მივიჩნევთ, ქუდი გვეხუროს და სპეციალური მზისგან დამცავი საშუალებები გამოვიყენოთ. ჭარბი რაოდენობით მზის სხივებთან ინტერაქცია თმა აშრობს, აზიანებს და მბზინვარებას უკარგავს; იყოფა თმის ბოლოები, რაც ყველასთვის დისკომფორტს წარმოადგენს. თუმცა, მზის სხვიების გარდა, თმას ხშირი დაბანა, დავარცხნა, შეღებვა და არასწორი დასაბანი საშუალებების გამოყენებაც აზიანებს.


აღდგენა:


დაზიანებული თმის აღსადგენი ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის ყველაზე ეფექტურად თმის ნიღბები მიიჩნევა. ის ყველამ ინდივიდულურად უნდა შეარჩიოს. სამკურნალო ნიღაბი თმის დაზიანებული ბოჭკოების აღდგენაში დაგეხმარება და ტენიანობას და მბზინვარებას დაუბრუნებს. ისეთი პროდუქცია შეარჩიე, რომლებიც არც ზედმეტი ცხიმის გამოყოფას გამოიწვევს და არც თავის კანს გამოაშრობას.


იცოდი აქამდე, რომ ისიც კი მნიშვნელოვანია, თმას დღის რომელ მონაკვეთში დაიბან? საღამოს დაბანის შემდეგ თმა კანქვეშა ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც მას მთელი ღამის განმვლობში მბზინვარებას უკარგავს. ამიტომაც, ყველანაირი ტიპის თმისთვის, უმჯობესია დილით დაბანა. თუ საცურაო აუზზე დადიხარ და თმის დაბანა ყოველდღიურად გიწევს, ქლორისგან ისედაც დაზიანებული სტრუქტურა კიდევ უფრო რომ არ აგუარესდეს, ნუ გამოიყენებ შამპუნს და კონდიციონერს. ქლორი უბრალოდ თბილი წყლით ჩამოიბანე.


კანის დაზიანება:











ფოტო: COSMOPOLITAN






რუჯის მიღებისას, შესაძლოა, კანის სრულყოფილად დაცვა მაღალი ხარისხის დამცავმაც კი ვერ უზრუნველყოს. ნამზეურის შემდეგ პიგმენტური ლაქები რჩება, კანი კი იჭიმება და შრება. ზოგადად, გარუჯვა კანისთვის მავნებელია, რადგანაც მელანინის გამოყოფა მას საგრძნობლად აზიანებს. თუ მზისგან დამცავ კრემს სისტემატურად მოიხმარ, თავს არა მხოლოდ დამწვრობებისგან, არამედ კანის კიბოს განვითარებისგანაც დაიცავ და გამომშრალი სტრუქტურის აღდგენასაც უფრო იოლად შეძლებ.


აღდგენა:


კანის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს. შეეცადე, ისეთი კრემები შეიძინო, რომლებიც კანს პიგმენტური ლაქებისგანაც წმინდავს. ასევე, სასურველია, მათში შემავალ ინგრედიენტებს შორის A და E ვიტამინებიც იყოს. პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად ნიღბებიც არსებობს, რომლებიც მხოლოდ ღამის საათებში უნდა გამოყენო. მათი მიზანი ლაქების გაქრობა და გამომშრალი კანის დატენიანებაა. თუმცა, დატენიანებასთან ერთად, კანის გაწმენდაც აუცილებელია.


კანის გამწმენდი ეფექტური საშუალება თავადაც შეგიძლია დაამზადო: ერთმანეთში აურიე შაქარი, რძე და რამდენიმე სახის დაჭყლეტილი ხილი — მაგალითად, ყურძენი, ნებისმიერი სახის კენკრა ან ფორთოხალი. მიღებული მიქსტურა სახეზე თვეში ერთხელ უნდა წაისვა.


კანის მოვლის ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა, ასევე, აბუსალათინის ზეთი. მისი დახმარებით კანის სტრუქტურას იოლად აღიდგენ. მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი დაუმატე და სახეზე ისე წაისვი, შედეგსაც ძალიან მალე დაინახავ.


ფრჩხილების დაზიანება:











ფოტო: COSMOPOLITAN






ფრჩხილების პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს: წყალი და ქლორიანი აუზები. წყალი ბაქტერიებს ამრავლებს და სოკოს წარმოქნის საფრთხესაც ქმნის. ამიტომ, ზაფხულის შემდეგ ფრჩხილების მტვრევა და გამოშრობა საკმაოდ ხშირია.


აღდგენა:


ფრჩხილების სტრუქტურის აღსადგენად სპეციალური მატენიანებელი კრემები უნდა გამოიყენო. თანაც, ყველა მოსალოდნელი გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, ჭურჭლის რეცხვის დროს აუცილებლად ჩაიცვი რეზინის ხელთათმანები.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.