Header Ads

ენ ლონგფილდი: სოციალური მედია ნაკლებად უნდა იწვევდეს მიჯაჭვულობას

სოციალური მედია ნაკლებად უნდა იწვევდეს მიჯაჭვულობას. ასეთია დიდი ბრიტანეთის ბავშვთა საკითხების კომისრის ენ ლონგფილდის მოსაზრება. ამის შესახებ BBC წერს

ამ შემთხვევაში საუბარია ბავშვებზე და სოციალური ქსელებისთვის ისეთი მახასიათებლების შეზღუდვაზე, რომლებიც ეკრანთან მიჯაჭვულობას ზრდის. 

როგორც BBC წერს, მსგავს მახასიათებლებში ბავშვთა საკითხების კომისრი ისეთ ალგორითმებს მოიაზრებს, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების განსაზღვირის საფუძველზე შესთავაზებს მომხმარებელს მასზე მორგებულ მასალას. ჩამონათვალში ვიდეოების ავტომატური გაშვების პრინციპის გადახედვაც მოიაზრება. 

როგორც უწყების კომისარი ბავშვთა საკითხებში განმარტავს, ინტერნეტი მიჯაჭვულობას განსაკუთრებით მოზარდებში იწვევს, რადგან თითქმის ყველა ალგორითმი იმაზეა მომართული, რომ ამ მხრივ დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაზარდოს. 

შეგახსენებთ, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები სმარტფონზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით რიგ სიახლეებს ნერგავენ. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.