Header Ads

loading...

ილია მეორე: გიო ხუციშვილი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე კვლავ აგრძელებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო.

"გიო ხუციშვილი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე კვლავ აგრძელებენ. მისი შემოქმედება სიკეთეს თესავს და სითბოთი, სიყვარულითა და სინანულით განაწყობს მსმენელს.


აღვავლენთ ლოცვებს გიორგის უკვდავი სულისათვის რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


11 ივნისს 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ​მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. 


გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.


29 მაისს ფილარმონიის წინ ქართველი მომღერლის გიო ხუციშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიამდე, 20:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მომღერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.