Header Ads

სპეციალისტები ფეხბურთის გულშემატკივრებს კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებენ

ანტივირუსის ПО ESET-ის შემქმნელები ფეხბურთის გულშემატკივრებს იმ საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ, რომლებიც თემატურ ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციებში იმალება. ამის შესახებ სპეციალისტები კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში საუბრობენ. 

მათი თქმით, მთავარი კიბერსაფრთხეები იმალება ვიდეოსერვისებში, რომლის საშუალებითაც თაღლითები გულშემატკივრებს ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ჰპირდებიან, თუმცა სინამდვილეში მომხმარებლები ფიშინგ ვებგვერდებზე გადამისამართდებიან.

ერთ-ერთ ასეთ გვერდზე ქომაგებს ანკეტის შევსებისთვის ფულად ჯილდოებს ჰპირდებიან. კერძოდ, მათ ატყუებენ, რომ ერთი გამოკითხვისთვის მომხმარებელმა შესაძლოა iPhone X-ი ან Macbook-ი მოიგოს. ამისთვის კი საკმარისია კითხვებზე უპასუხონ და 1 დოლარი გადარიცხონ. ფული ჰაკარებამდე ვერ მიაღწევს, თუმცა სამაგიეროდ ისინი მსხვერპლების საბანკო ბარათის მონაცემების მოპოვებას შეძლებენ.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს საზიანო კოდები, რომელიც ჩანერგილია ვიდეოპლეიერზე პირატულ ვებგვერდებზე, სადაც მატჩების ტრანსლაცია ხდება.

მომხარებლები ასეთი ვებგვერდების გახსნის შემდეგ შესაძლოა დავირუსდნენ.

კიბერთავდასხმების თავიდან აცილების მიზნით სპეციალისტები გულშემატკივრებს კომპიუტერებსა და სმარტფონებზე ანტივირუსის დაყენებას ურჩევენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.