Header Ads

(ვიდეო)ჭკუა ვერ უნდა ისწავლოს შს მინისტრმა?-ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მირზა სუბელიანის დაკავების შემდეგ

ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება.

ზაზა სარალიძემ  აღნიშნა, რომ შსს მას ეთამაშება. მოკლული მოზარდის მამის თქმით, მირზა სუბელიანის შემთხვევაში მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა იყოს საუბარი და უნდა დააკავონ ასევე, ყველა ის პირი, ვინც ყოფილი მაღალჩინოსნის მითითებებს ასრულებდა.

„აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა,“ განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ კითხავენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს, რომლებმაც საქმე, მისი შეფასებით, შეკერეს.

ზაზა სარალიძის თქმით, ასევე, საინტერესოა, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ჩვენებები შეცვალა.

მისი  განცხადებით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.