Header Ads

loading...

ბორჯომში ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში მდებარე XIX საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია წითელი ფერის დამუშავებული ქვები. კარი თაღოვანია, ფასადზე პროფილირებული საპირეთი და კაპიტელებითაა გაფორმებული.

ტაძარი გადახურულია თუნუქით. იატაკი ქვაფენილია. ტაძარში ინახება დიდი ქვაჯვარი. ტაძარს შემოსდევს ქვის გალავანი.

ბალანთის ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, დეტალები, ეკლესიაში დაცული ქვაჯვარი, იკონოსტასი. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.