Header Ads

რომელი პროფესიის წარმომადგენლები ღალატობენ ყველაზე ხშირად?

მოღალატე მეუღლეების პროფესიების რეიტინგი ვებგვერდმა AshleyMadison-მა გამოაქვეყნა. გვერდის მარკეტოლოგებმა ანონიმური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 1074 ადამიანი მონაწილეობდა. მიღებული შედეგების საფუძველზე საიტმა განსაზღვრა პროფესიები, რომელთა წარმომადგენლები პარტნიორის ღალატისკენ სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი.

ქალები:


მე-12 ადგილი - პოლიტიკოსი მე-11 ადგილი - გართობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი (მხატვრები, მუსიკოსები, დიზაინერები და ა.შ.) მე-10 ადგილი - იურისტი მე-9 ადგილი - გაყიდვის მენეჯერი (განსაკუთრებით მშენებლობისა და სანტექნიკის სფერო) მე-8 ადგილი - პიარისა და მარკეტინგის სფეროს სპეციალისტი მე-7 ადგილი - IT სპეციალისტი მე-6 ადგილი - საცალო ვაჭრობისა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელი მე-5 ადგილი - სოციალური მუშაკი მე-4 ადგილი - ბუღალტერი, საფინანსო სფეროს წარმომადგენელი მე-3 ადგილი - მეწარმე მე-2 ადგილი - მასწავლებელი, განათლების სფეროს სპეციალისტი პირველი ადგილი - ექიმი, ექთანი


AshleyMadison-ის კომუნიკაციის განყოფილების დირექტორი იზაბელა მიზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებში მოღალატეების სიმრავლეს იმით ხსნის, რომ მათი სამსახური გამუდმებულ სტრესთანაა დაკავშირებული და ექიმებისთვის „მარცხნივ“ გართობა მოდუნების ერთ-ერთი საშუალებაა.


მამაკაცები


მე-12 ადგილი - სოციალური მუშაკი მე-11 ადგილი - ფერმერი მე-10 ადგილი - გართობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი (მხატვარი, მუსიკოსი, დიზაინერი) მე-9 ადგილი - მასწავლებელი, განათლების სფეროს წარმომადგენელი მე-8 ადგილი - იურისტი მე-7 ადგილი - ექიმი მე-6 ადგილი - პიარისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი მე-5 ადგილი - ფინანსისტი მე-4 ადგილი - გამყიდველი მე-3 ადგილი - მეწარმე მე-2 ადგილი - IT სპეციალისტი პირველი ადგილი - ბირჟის ბროკერი

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.