Header Ads

დევნილთა სამინისტრო იმ ოჯახების სიას აქვეყნებს რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა. ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 240 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი იხურება.  მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება ზუგდიდში, ხუბულავას ქ.N-6-ში, სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს შენობაში 14 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყება და იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. გამოქვეყნებული სია საბოლოო არ არის და შესაბამისი საფუძვლის შემთხვევაში შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს.  ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება',- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.