Header Ads

loading...

(ვიდეო)„შენ სიძულვილით იკვებები, მეცოდები, მისგანაც რომ გამიკვირდა, ისეთები იკადრა“ ანა სუბელიანი თეა წულუკიანს პასუხობს

წულუკიანი-სუბელიანი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში სამინისტროდანგათავისუფლებული მოქალაქეების  თამაზ ახობაძისა და ანი სუბელიანის შესახებ ისაუბრა.

„ერთ-ერთი კითხვის ავტორს, ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ, როგორც ჩანს, მემორიალზეცეკვავდა და არ ეცალა და არ მომისმინა. ამიტომ, გასაგებად ვამბობ კიდევ ერთხელ: ცრუ არისიმის მტკიცება, რომ იუსტიციის სამინისტრო ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, -აცხადებს თეა წულუკიანი.

წულუკიანის გამოსვლას ასე უპასუხა სოციალურ ქსელში ანა სუბელიანმა:

„ერთადერთი, რაც ამ ქალს ამოძრავებს, არის სიძულვილი! იმაზე ქვემოთ დაეშვა, ვიდრე ვინმესშეიძლება წარმოედგინა. მისგანაც რომ გამიკვირდა, ისეთები იკადრა!

მემორიალზე აპელირება არის ყოვლად სამარცხვინო საქციელი, განსაკუთრებით იმრეალობაში, როცა ამ დაგეგმილად აგორებული ზიზღის საფუძველზე, მე და ჩემს შვილსგვემუქრებიან, სახელმწიფო უნდა გვიცავდეს, ერთი პირიც არ დასჯილა დღემდე ამმუქარებისთვის და იუსტიციის მინისტრი ამ დროს ცდილობს თავი დაიძვრინოს ჩემ მიმართსიძლვილის გაღვივებით.

სამარცხვინო ტყუილია ის, რომ თითქოს ჩვენ ფულზე ვვაჭრობდით , არის ოფიციალურიდოკუმენტები, სადაც ასახულია, თუ რა შევთავაზეთ ჩვენს მოვალე მხარეს. მაშინ როდესაც მათპირდაპირ უარი განგვიცხადეს აღდგენაზე, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ალტერნატივა,რომელთაგან ერთ-ერთის შესრულებაზეც თანახმანი ვიყავით. ესენი იყო: 1. აღდგენა სხვატოლფას თანამდებობაზე, 2. აღუდგენლობის კომპენსაცია, 3. ოფიციალური ბოდიში დააღიარება, რომ სამინისტროს მხრიდან დაირღვა ჩვენი უფლებები.

ჩვენ თანახმანი ვიყავით ბოდიშის სანაცვლოდ დაგვეთმო თანამდებობებზე აღდგენა! და ესთავხედი ქალი ბედავს და ფულზე ვაჭრობას გვაბრალებს, ყველაფერი დოკუმენტირებულიასხვათაშორის .

თეა, ვიცი, რომ რთული ასატანია შენგან ჩემი ყურება. ვიცი, რომ გძაგს, რო მხედავ ბედნიერს,მრავალმხრივ რეალიზებულს, შესაშურად საინტერესო ცხოვრებით. გძაგს იმის ყურება, როგორვუყვარვარ უამრავ ადამიანს. გძაგს ჩემი საქმიანობით მადლიერი ადამიანების ყურება. გძაგსმებრძოლს და მაინც გაღიმებულს და მომღერალ-მოცეკვავეს რო მხედავ.

ჩვენს შორის განსხვავება ისაა, რომ შენ სიძულვილით იკვებები, მე თავისუფლებით დასიყვარულით. შენც კი არ მძულხარ, მეცოდები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ პასუხი აგოიმ მავნებლობებზე, რასაც ყოველდღიურად ჩადიხარ. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვამ იგივევეღარასდროს გაბედოს“-აცხადებს  ანა სუბელიანი.

„ერთ-ერთი კითხვის ავტორს მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა თეა წულუკიანი ანა სუბელიანზე

„ერთ-ერთი კითხვის ავტორს მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა თეა წულუკიანი ანი სუბელიანზე.პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე თეა წულუკიანს მოუსმინესhttp://liberali.ge/news/view/37843/video-kitkhvis-avtori-memorialze-tsekvavda-da-ar-etsalatea-tsulukiani-ani-subelianze

Posted by ლიბერალი / Liberali on 2018 წლის 19 ივნისი, სამშაბათი

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.