Header Ads

loading...

„ცოლს დაურეკა, აღარ დავბრუნდები და ბავშვებს მიმიხედეო“ – ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მამამ ხეზე ჩამოკიდებული იპოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ,,დიანიუსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ხეზე ჩამოკიდებული მამამ ნახა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

,,როგორც გავიგეთ, ჯერ მეგობრებს დაემშვიდობა, შემდეგ კი მის ცოლს დაურეკა და ესე უთქვამს აღარ დავბრუნდები და ძალიან გთხოვ ბავშვებს მიმიხედეო. წავიდა და რამდენიმე წუთში მამამისს უნახავს ხეზე ჩამოკიდებული” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.