Header Ads

loading...

საუკეთესო პროფესიები ქალებისთვის ცირფულ ეპოქაში

მე-20 საუკუნეში ახალმა ტექნოლოგიებმა შეიტანეს გენდერულ თანასწორობაში არანაკლები წვლილი, ვიდრე ქალთა მოძრაობებმა.

სწორედ მეცნიერულმა პროგრესმა მისცა ადამიანებს ყოფით საკითხებზე ნაკლები, ხოლო საკუთარ განვითარებაზე მეტი დროის დახარჯვის საშუალება.


თანამედროვე სამყაროში უკვე გაჩნდა მთელი დარგები  - მაგალითად, ფარმაცევტიკა - სადაც დასაქამებულთა 80% ქალია. სულ უფრო ხშირად ადამიანები მუშაობენ სახლიდან, ინტერმეტის საშუალებით, რაც საგრძნობლად ამცირებს ქალების დამოკიდებულებას საოჯახო საქმეების, დეკრეტის ან ავადმყოფობის მიმართ.


კიდევ ერთი ფაქტორი უწყობს ხელს ქალების პოზიციების გაძლიერებას საქმიან სამყაროში  - სამრეწველო რევოლუციამ, რობოტიზაციამ, პროცესების ავტომატიზებამ შექმნა მოთხოვნა სპეციალობებზე, სადაც საჭიროა კრეატიულობა, ემპატია და მიზანდასახულობა.


და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ფაქტორი - ფიზიკურმა ძალამ დაკარგა მნიშვცნელობა, პირველ პლანზეა ინტელექტი, განათლება და საქმიანი უნარები, რაშიც ქალები არ ჩამორჩენიან კაცებს.


 


რომელ პროფესიებში მიიღებენ უპირატესობას ქალები ციფრულ სამყაროში?


1. მაღალი ტექნოლოგიების მართვა


IT-სფეროში მამაკაცები ნელა-ნელა უთმობენ ადგილს ქალებს. სულ რაღაც 10 წლის წინ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში ახალ იდეებზე მომუშავე ჯგუგების წევრთა 95% იყო მამაკაცვი, დღეს - უკვე  75%-ია.


Luxoft-ის გამოკვლევამ აჩვენა,  რომ ქალები გახდნენ მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილი -  Amazon, Dell, Microsoft, Google — ყველა ამ კომპანიის ტოპ-მენეჯმენტში არიან ქალები.


2.  უნიკალური ფორმების მხატვარი


ტექნოლოგიები ძალიან ცვლიან დიზაინერების საქნიანობას. ტექნიკურ მხარეს და ახალი საყოფაცხოვრებო პროდიქციის შექმნის მატერიალურ მხარეზე მუშაობენ პროგრამები, ხოლო დიზაინერის ძირითადი საქმეა - ჰარმონიული და კარგად დასამახსოვრებელი ფორმების შექმნა.


სწორედ ამ დარგში იზრდება ქალთა რაოდენობა - მაგალითად,  კომპანია Sterling Brand-ს დიზაინის პრეზიდენტი დები მილმანი, რომელიც მუშაოდა 200-ზე მეტ მსოფლიო ბრენდის რედიზაინზე, მათ შორის ისეთების, როგორც Pepsi და Nestle, ან კრეატულიული სტუდია


Sagmeister & Walsh-ს დამფუძნებელი ჯესიკა უოლში.


3. ტრენდ-ლიდერი


ციფრული ეპოქის პირდაპირი შედეგია ჭარბი ინფრომაცია - ათასობით ბრენდი იბრძვის ჩვენი კეთილგანწობისთვის,  საიტები და ტელეარხები ცდილობენ მოწონების დამსახურებას.


ამას მოყვება ახალი პროფესიის გაჩენა - ციფრული სამყაროს ნავიგატორების, რომლებიც თვალს ადევნდებენ უახლეს ტრენდებს სხვადასხვა დარგში, შეუძლიათ აღმოაჩინონ ყველაზე აქტუალური, მოდური, ხარისხიანი და მარტივი ენით მიიყვანონ მომხამრებლებამდე ინფორმაცია.


სწორედ ტრენდ-ლიდერები გადაწყვეტენ რა არის დღეს მოდაში და რაზე არ ღირს დროის დაკარგვა.


4. ვირტუალური ფსიქოლოგი


რაც უფრო ღრმად შევდივართ ვირტუალურ სამყაროშო, მით უფრო სუსტია ჩვენი კავშირი გარე სამყაროსთან და მით უფრო მაღალია სტრესის დონე.


სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ და მიიღონ. სწორედ ამ დროს შეუძლია დაგვეხმაროს ვირტუალურ ფსიქოლოგს  - ის მოგვსმენს, გვირჩევს რა ვაკეთოთ, შეგვიქმნის სიახლოვის შეგრძნებას, თუმცა, ამავე დროს იქნება ვირტუალური სამყაროს ნაწილი.


5. არქიტექტორი-ურბანისტი


ბაღების, პარკების და მიწის ნაკვეთების დაგეგმარებას დღეს ქვია ლანდშაფტური დიზაინი, და ის ითვლება საკმაოდ  ვიწრო ნიშად. თუმცა ძალიან მალე ეს  პროფესია გახდება ძალიან მოთხოვნადი.


მშენებლობაში მწიფდება რევოლუცია - 3D- ბეჭდვა  გახდის შესაძლებელს ნებისმიერი ზომის და კონფიგურაციის სახლის „ამობეჭვდას“.


უტილიტარული ბეტონის სახლების ნაცვლად მოდის ახალი ურბანიზმის ეპოქა - პატარა დასახლებული პუნქტების, სადაც ყველა სახლისთვის დამახადიათებელი იქნება ინდივიდუალურობა.


ამ  დარგში ძალიან ბევრი ქალია - ირენ ბაუმანი, ელისონ ბრუქსი, ლიზა ფიორი, ჯოანა გიბსონი, და ა.შ.


6. ავატარების მოდელიერი


მოდის სამყარო შექმნეს ქალებმა, მაგრამ მომავალში მოდელიერებს მოუწევთ მუშაობა ვირტუალური მოდელებისთვისაც. ვირტუალური რეალობის განვითარებასთან ერთად რეალური საქონელი შეიქმნა ჯერ ვირტუალური ავატარებისთვის, შემდეგ კი ცოცხალი შემკვეთებისთვის.


7. ივენთ-მენეჯერი


ღონისძიებების ორგანიზატორი - კერძო წვეულებებიდან კორპორატიულამდე, ვირტუალურის და რეალურის  - რაც უფრო ფართო და მრავალფეროვანი ხდება კომუნიკაციები, მით უფრო  მეტი ადამიანი ერთიანდება ჯგუგებში, მით უფრო მოთხოვნადი იქნებიან სპეციალისტები, რომლებსაც  შეუძლიათ საჭირო ღონისძიების ორგანიზება.


HuffingtonPost და BusinessNewDaily-ის კვლევების მიხედვით, ამ დარგში ქალებს გააჩნიათ დიდი უპირატესობა მამაკაცებთან შედარებით.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.