Header Ads

"...ამ ფაქტმა დამაფიქრა სხვა ადამიანების კეთილდღეობასა და სირთულეებზე"

პროდიუსერი ნოე სულაბერძე სოცალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისური ზაფხულის ცხელი დღე იდგა, ჩემს ეზოს თითქოს მაგნიტი ჰქონდა, შემეძლო სახლში საერთოდ არ ავსულიყავი. 6-7 წლის ასაკში ეზოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ველოსიპედი ჩემი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბავშვებსაც ჰქონდათ, ჩემი ველოსიპედით სახლის გარშემო წრეზე წასვლის თხოვნები ხშირი იყო. იმ დღეს ახალი ჩასული ვიყავი, ძალიან არ მინდოდა თხოვება და ლოდინი როდის დამიბრუნდებოდა. ამიტომ ყველას უარი ვუთხარი, მათ შორის რეზოს, რომელიც ხელში რაღაც უცნაურ რკინის ფულს ათამაშებდა. წრეზე კატაობის შესვენების დროს უცბად გამომიწოდა ერთმანეთიანის საიბილეო გამოშვება, რომელიც მიმოქცევაში თითქმის არ იყო და ჩუქების სანაცვლოდ ველოსიპედის თხოვება მთხოვა. ისე მომეწონა მონეტა რომ დაუყონებლივ გადმოვჯექი ველოსიპედიდან და მივეცი. სახლში ასვლისას რკინის მონეტას ხელში ვათამაშებდი, რომელიც ლილიმ მალევე შეამჩნია და გამომკითხა საიდან მქონდა. ძალიან შემრცხვა, როცა გავიგე რომ ამ ფულით ოჯახს, რომელსაც დიდად არ ულხინდა შეეძლო პური ეყიდა, რომელიც მოვაკელი იმის სანაცვლოდ, რაც ისედაც შემეძლო უანგაროდ გამეკეთებინა. ეს ფაქტი ჩემს ცხოვრებაში იყო ალბათ პირველი, როდესაც ოდნავ მაინც დაიმსხვრა ბავშვური ეგოიზმის კედელი და დამაფიქრა სხვა ადამიანების კეთილდღეობასა და სირთულეებზე. დღეს მთელი დღე ფიქრებით დედაჩემთან ვარ და ეხლაც ექსპრომტად გადავწყვიტე თუნდაც ეს ფატარა ფრაგმენტი გადმომეტანა ჩემი ულევი მოგონებებიდან.


მადლობა ლილი შენ რომ ასეთი იყავი, სულ ჩემთან ხარ და ამას რაც დრო გადის უფრო და უფრო ვგრძნობ",  - წერს ნოე სულაბერიძე.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.