Header Ads

loading...

ავსტრიაში მეჩეთების დახურვას თურქეთი ეხმიანება

ავსტრიაში მეჩეთების დახურვას თურქეთი ეხმიანება. ეს ანტიისლამური, რასისტული, დისკრიმინაციული ქმედება პოპულისტური ტალღის შედეგია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორი მეჩეთი დახურეს, ხუთის დახურვა კი მომდევნო დღეებში იგეგმება. ავსტრია ქვეყნიდან 40 თურქი იმამის გაწვევასაც აპირებს. ეს 2015 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკრძალება ისეთი რელიგიური საზოგადოების არსებობა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდება. 

ვენაში არსებობს არაბული რელიგიური საზოგადოება, რომლის დაქვემდებარებაშიც 6 მეჩეთია, ძირითადად, თურქეთიდან ფინანსდება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.