Header Ads

ნაგვის ურნაში მოკლული ბავშვის ტანსაცმელი და დანაც იპოვეს ბათუმში მოკლული ბავშვის მკვლელობის ახალი დეტალები

ბათუმში 4 წლამდე გოგონა ოჯახის ნაცნობმა ცემით მოკლა. აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მკვლელი უზბეკი ქალბატონია, რომელმაც ცემის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი პოლიციის განყოფილებაში თავად მიიყვანა. მან სამარ​თალდამცავებს მომხდარის შესახებ თავად უამბო.

თვითმხილველების თქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ნაგვის ურნაში მოკლული ბავშვის ტანსაცმელი და დანაც იპოვეს. თუმცა უცნობია გამოიყენა თუ არა უზბეკმა ქალმა ბავშვზე ძალადობისას ცივი იარაღიც. ბავშვი ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 13-და 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.