Header Ads

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

ორმხრივი აუდიენციისას ლიდერებმა სომხეთისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. პარალელურად ფაშინიანმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და ეს მოვლენა ვლადიმერ პუტინს მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი 2018 იწყება. მას ნიკოლ ფაშინიანიც დაესწრება. სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ჩავა. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება. 19:00 საათზე კი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაგრძელდება. 

რუსეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უმასპიძლებს. სპორტული ღონისძიება სტარტს 14 ივნისს აიღებს და ერთ თვეს გასტანს. 

ცნობილია, რომ ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს პირველად 14 მაისს სოჭში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრად ის ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ 8 მაისს აირჩიეს

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.