Header Ads

loading...

საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერმინისტრი ერთმანეთს მაინც შეხვდებიან

ოფიციალურ რომსა და პარიზს შორის მიგრანტების სამაშველო გემთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს მაინც შეხვდება. ეს ინფორმაცია იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ დაადასტურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი ჯუპეზე კონტე ერთმანეთს 15 ივნისს შეხვდებიან. ეს გადაწყვეტილება ლიდერებმა სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა სამაშველო გემს „აკვარიუსის“ უკავშირდება, რომლის ბორტზე მყოფი 629 მიგრანტის მიღებაზე იტალიამ უარი განაცხადა. ეს კი პარიზის და კერძოდ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხრიდან ოფიციალური რომის კრიტიკის მიზეზი გახდა.

ემანუელ მაკრონმა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას „ცინიკური, უპასუხისმგებლო და საერთაშორისო ნორმების დამრღვევი“ უწოდა.

საბოლოოდ, მიგრანტების გემი რომელიც იტალიამ და მალტამ არ მიიღო, თავის პორტში მიღბას ესპანეთმა დათანხმდა.

ნავზე იმყოფებოდნენ 123 არასრულწლოვანი, 11 მცირეწლოვანი ბავშვი და ასევე ორსული ქალები.

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.