Header Ads

თეა წულუკიანი შესაძლოა მთავრობის ახალ შემადგენლობაში დარჩეს



პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის წინაშე საკუთარი გუნდი მომავალ კვირაში უნდა წარადგინოს. მთავარი ინტრიგა სწორედ ახალი მინისტრთა კაბინეტია - ვინ წავა და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას.
სავარაუდოდ, კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა საჯარო განცხადებები ჯერ არ კეთდება, რადგან გვარების დასახელება სწორედ მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.
წინასწარი ინფორმაციით, მინისტრის პორტფელებს გამოემშვიდობებიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელები. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, დღის პირველ ნახევარში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას შალვა თადუმაძე შეცვლიდა. თუმცა, დღის ბოლოს ეს ინფორმაცია დაზუსტდა და დიდი ალბათობით, მამუკა ბახტაძის განაჩენი თეა წულუკიანს არ შეეხება.
ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.