Header Ads

loading...

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა

მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის ცერემონია ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. 

მასში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელმა რონალდომ, ასევე ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა და ვენის ოპერის სოლისტმა აიდა გარიფულინამ.

ღონისძიებას 80 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი.

გახნსის ცერემონიის შემდეგ პირველი მატჩი დაიწყო, რომელშიც მასპინძელი ქვეყანა საუდის არაბეთის წინააღმდეგ თამაშობს.

მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს.

TWITTER POSTწყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.