Header Ads

loading...

მსოფლიოს ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები დასახელდა

2018 წელს მსოფლიოს ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ Forbes-ი წერს

რეიტინგში პირველი ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიკავა, რომლის ღირებულებაც მიმდინარე წელს 4.123 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. მეორე და მესამე პოზიციები “რეალ მადრიდმა“ და „ბარსელონამ“ $4.088-ით და $4.044 მილიარდით გადაინაწილეს.

Forbes-ის რეიტინში მეოთხე ადგილი „ბავარიამ“ და მეხუთე პოზიცია კი „მანჩესტერ სიტიმ“ დაიკავა. 

მიმდინარე წლის მსოფლიოს ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში რუსეთი ვერ მოხვდა. 

მანამდე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე დაბალი სატრანსფერო ღირებულების ფეხბურთელი დასახელდა

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია ხვალ, თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება. 19:00 საათზე კი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაგრძელდება. 

რუსეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უმასპიძლებს. სპორტული ღონისძიება სტარტს 14 ივნისს აიღებს და ერთ თვეს გასტანს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.