Header Ads

გიორგი ჩოგოვაძე: საერთაშორისო ვიზიტორები ახალი მეთოდით დაითვლება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციმ საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, პროფესორები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ანგარიშის გამოყენება საკუთარ საქმიანობაში შეეძლებათ ბიზნესის წარმომადგენლებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, კვლევით კომპანიებსა და ტურიზმის სექტორში ჩართული სხვადასხვა კომპანიას.

პრეზენტაცია მოიცავს საერთაშორისო ვიზიტების მთავარ მიზანს, აქტივობებს, ღამისთევების რაოდენობას, ვიზიტების ხანგრძლივობას, დანახარჯებს, კმაყოფილების დონეს და სხვა მახასიათებლებს.

ანგარიში ყოველკვარტალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.