Header Ads

loading...

ნავთობის ფასის ზრდის გამო დონალდ ტრამპი OPEC-ს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნავთობის კარტელ Opec-ს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ნავთობის ფასის ზრდაში უმსხვილესი ექსპორტიორის ბრალეულობაზე მიანიშნებს. ამის შესახებ Politico წერს

დონალდ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს, რომ ნავთობის ფასი ძალიან მაღალია და ეს კარგი ნამდვილად არ არის.

Oil prices are too high, OPEC is at it again. Not good!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 13, 2018

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა Opec-ი ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აპრილში გააკრიტიკა, თუმცა მაშინც მისი ღირებულება დღევანდელთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნავთობის ღირებულება 60%-ით არის გაზრდილი, რასაც სფეროს სპეციალისტები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლას და ვენესუელაში მისი მოპოვების შემცირებას უკავშირებენ. 

შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება მაისში მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ 22-23 ივნისს ავსტრიის დედაქალაქი ვენა Opec-ის შეხვედრას უმასპინძლებს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.