Header Ads

loading...

საქართველოში პირველად სასკოლო ღონისძიება Start-up Weekend Youth გაიმართება

ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე, ახალგაზრდა მეწარმეთა გლობალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პირველად საქართველოში, ახორციელებს Google-ის საერთაშორისო პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის.

სასკოლო ღონისძიების სახელწოდებაა  “Start-up Weekend Youth”.


ღონისძიება სკოლა XXI საუკუნეში, 15-17 ივნისს გაიმართება.


პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინოვაციური, შემოქმედებითი  და  სამეწარმეო უნარების განვითარებას.


პროექტში მონაწილეობა  მოსწავლეებს მომავალში ბიზნეს სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.


პროექტში სხვადასხვა სკოლის 80 მოსწავლე ჩაერთვება. მოსწავლეები მათ მიერვე წარმოდგენილი ინოვაციური იდეების ირგვლივ შექმნიან სამუშაო ჯგუფებს;


მონაწილეებს დახმარებას ბიზნესის სფეროში წარმატებული მოღვაწეები, პროექტის მენტორები,გაუწევენ. ისინი მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ და მუშაობის პროცესში მისცემენ რჩევებს. მენტორებისა და   მომხსენებლების ჩართულობა მონაწილეებს   თავიანთი იდეების დახვეწაში და მოკლე პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე წარმოდგენაში დაეხმარება.


პროექტის ფარგლებში გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც დაჯილდოვდებაპრიზით. პროექტის ჩართული ყველა მოსწავლე კი მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატს.


პროექტს სერტიფიცირებული, ამერიკელი ფასილიტატორი წარუძღვება.  


 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების გვერდი:


http://communities.techstars.com/georgia/tbilisi-georgia/startup-weekend/12210.


 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.