Header Ads

მთავრობის ავტოპარკი წლის ბოლომდე 1000 მანქანით შემცირდება

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ავტოპარკი წლის ბოლომდე 1000 ავტომობილით შემცირდება. ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ ცვლილების მიზანი საბიუჯეტო თანხების დაზოგვაა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ 1000-მდე ავტომანქანა ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა რეალიზაციისთვის, სანაცვლოდ პატრულისთვის და გარემოს დაცვის სამსახურისთვის ავტომობილების შეძენა იგეგმება.

პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს.

მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დროა, საქართველოში შავი „ჯიპების“ ეპოქა დასრულდეს.

ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს თბილისის მერია.

ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს თბილისის მერია.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.