Header Ads

ხალხი პანიკაშია, 10 თემი და ჭუბერის ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი ჭუბერის რწმუნებული

ჭუ­ბე­რის თე­მის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბულ­ის ნინო ვიბ­ლი­ან­ის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან როცა მთა მო­წყდა, ყვე­ლა მო­სახ­ლე გა­აფრ­თხი­ლეს და მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ტო­ვეს.

„10 თემი, ჭუ­ბე­რის მთე­ლი ხე­ო­ბა არის მო­წყვე­ტი­ლი გა­რე­სამ­ყა­როს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხუთი ხი­დია წა­ღე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია უკვე მო­ვახ­დი­ნეთ. წა­ღე­ბუ­ლია მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი“, გა­ნა­ცხა­და ვიბ­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთის ჩა­მოშ­ლა სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­შინ ღა­მით მო­სულ­მა ნა­ლექ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და ნენ­სკრა­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა ამას­თან არა­ფერ შუ­ა­შია.

“სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, არა­ნა­ირ კავ­შირ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან არ არის. გუ­შინ იყო წვი­მა და მო­წყდა მთის გარ­კვე­უ­ლი მასა, რო­მელ­მაც ჩა­ხერ­გა მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც შემ­დეგ ერ­თბა­შად წა­მო­ვი­და“, გა­ნა­ცხა­და ვიბ­ლი­ან­მა.

მეს­ტი­ის მა­ჟო­რი­ტარ­მა ზაზა ვიბ­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ფელ­ში სრუ­ლი­ად მოშ­ლი­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ხალ­ხი პა­ნი­კა­შია.

„სო­ფე­ლი ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ერთ მხა­რე­საა დარ­ჩე­ნი­ლი, მე­ო­რე კი მე­ო­რე მხა­რეს. პა­ნი­კაც შე­იმ­ჩნე­ვა ხალ­ხში. სახ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა დატ­ბო­რი­ლია. წა­ღე­ბუ­ლია სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ხიდი, ერ­თის გარ­და. სო­ფე­ლი მო­წყვე­ტი­ლია სხვა სოფ­ლებს ისე, რომ ერ­თი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, თქვა ვიბ­ლი­ან­მა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.