Header Ads

loading...

მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივლისს 10:00 საათზე დასახელდება

მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივლისს, 10:00 საათზე დასახელდება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს საღამოს ქართული ოცნების პარტიულ ხელმძღვანელობასთან საბოლოო კონსულტაციები გაიმართება და მინისტრობის კანდიდატურებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

ბახტაძის განმარტებით, ხვალ დილით საგანგებო ბრიფინგზე გამოცხადდება 10 მინისტრობის კანდიდატისა და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის ვინაობა.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ამ დროისთვის საქართველოს დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.