Header Ads

თბილისში 16 წლის გოგონა ოპერაციის დროს დაიღუპა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში (ლამისყანის თემი) მცხოვრები გოგონა ოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

16-წლის მოზარდ გოგონას, სავარაუდოდ, ყელში ჯირკვლების ანთება ჰქონდა. მას ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა.



კასპის მერის წარმომადგენელი ლამისყანის თემში, გიორგი ჭიხინაშვილი აცხადებს, რომ გოგონა სოფელში მუდმივი მცხოვრები არ იყო: ,,სოფელში მუდმივად მხოლოდ ბიძები ცხოვრობენ. არ იციან, კონკრეტულად, რომელ საავადმყოფოში ჰყავდათ' - ამბობს მერის წარმომადგენელი.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.