Header Ads

უკრაინაში 3000 წლის წინანდელ სამარხში ჩახუტებული წყვილის ნეშტი აღმოაჩინეს

უკრაინაში, სოფელ პეტრიკოვოში 3 000 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში ქალი და კაცი იყო დაკრძალული. სპეციალისტები ამბობენ, რომ სხეულის ნაშთების კვლევის მიხედვით სამარხი უნიკალურია. ქალის და კაცის სხეულის მდებარეობის შესწავლით დადგინდა, რომ ისინი ჩახუტებულები დაკრძალეს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

პათანატომების ვარაუდით, ქალის მდებარეობა, რომელიც გარდაცვლილ ქმარს ეხვევა, საკმაოდ უცნაურია და ამ ფორმას გარდაცვლილი ადამიანის სხეული ვერ მიიღებდა. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა ქალი საფლავში გარდაცვლილი ქმრის გვერდით ცოცხალი ჩაწვა და ის ასე დამარხეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.