Header Ads

საბერძნეთი საფრანგეთს რუს ჰაკერს გადასცემს, რომელსაც 4 მილიარდი დოლარის გათეთრება ედება ბრალად

ბერძენი ადვოკატის, ილიას სპირლიადისის ცნობით, დაცვის მხარემ მიიღო უფლება რუსეთის მოქალაქის ალექსანდრ ვინიკის საფრანგეთში გაგზავნის ევროპული დაკავების ორდერით. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეების დაჩქარებული გადაცემაა. დაცვის მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. 

აშშ-სა და საფრანგეთის გარდა, ვინიკის გადაცემა რუსეთსაც სურს. აშშ-ში ვინიკს 4 მილიარდი დოლარის გათეთრებაში ედება ბრალი, რომელიც მან კრიპტოვალუტების ბირჟაზე განახორციელა. ის ასევე ეჭვმიტანილია იაპონური ბირჟის Mt.Gox-ის გატეხაში, რომელიც 2014 წელს კიბერთავდასხმის შემდეგ დაიხურა.

2017 წელს საბერძნეთის სასამართლომ აშშ-ის მოთხოვნა ვინიკის ექსტრადაციაზე დააკმაყოფილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.