Header Ads

5 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში 2047 საჩივარი დაიწერა

2018 წლის 5 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიმართ 2 047 საჩივარი დაიწერა. ეს რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 39%-ით მეტია. 2017 წლის პირველ 5 თვეში ბანკებში 1 472 პრეტენზია დაფიქსირდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

პრეტენზიები ძირითადად შეეხება: მიმდინარე ანგარიში - 782 განაცხადი, სამომხმარებლო სესხი - 404 განაცხადი, საკრედიტო ბარათი – 196 განაცხადი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ საჩივრებიდან მხოლოდ 17,8% (366 განაცხადი)  მიიჩნიეს ბანკებმა საფუძვლიანად და ისინი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. 

74,5%-ის შემთხვევაში (1 526 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 106 შემთხვევის განხილვა კი კომერციულ ბანკებს არ დაუსრულებია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.