Header Ads

აშშ-ში სიმსივნით დაავადებულმა 5 წლის ბავშვმა საკუთარი ნეკროლოგი დაწერა

აშშ-ში 5 წლის ბავშვმა, რომელიც რაბდომიოსარკომით იყო დაავადებული, სიკვდილამდე მშობლებს შეავსებინა ნეკროლოგის კითხვარი, რომელსაც, როგორც წესი, გარდაცვლილი ადამიანების ახლობლები დამოუკიდებლად ავსებენ ხოლმე. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

მშობლები კითხულობდნენ გრაფებს, ბიჭი კი პასუხობდა:

სახელი: გარეტ მაიკლ ბუფიასი (ის საკუთარ გვარს, მატიასს კარგად ვერ წარმოთქვამდა და ბუფიასს ამბობდა),

დაბადების დღე: 5 წლის ვარ,

მისამართი: მე ბულდოგი ვარ!

საყვარელი ფერი: ლურჯი... და წითელი და შავი და მწვანე.

გრაფაში „საყვარელი ადამიანი/ნივთი/მოვლენა“ ბიჭმა მშობლებს ჩააწერინა: ჩემს დასთან თამაში, ჩემი კურდღელი, მეტალის ჟანრი, ლეგო, ჩემი მეგობრები, ბეტმენი, თორი და ოჯახი.

იმ გრაფაში კი, სადაც ადამიანისთვის საძულველ ნივთებსა და მოვლენებს წერენ, ჩააწერინა: შარვლები, ბინძური სულელი კიბო და ნემსები. 

მან სიკვდილამდე მშობლებს ისიც ჩააწერინა, როგორი უნდოდა ყოფილიყო მისი დაკრძალვა და თქვა, რომ დაკრძალვის დღეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო 5 გასაბერი ჩამოსასრიალებელი სახლი (თითო - მისი ცხოვრების თითო წლისთვის), შაქარყინული და ბეტმენი.

„მინდა, რომ დამწვათ (როგორც თორის დედა დაწვეს), შევუერთდე ხეს, რომ ვიცხოვრო იქ, როცა გორილა გავხდები“ - თქმა ბავშვმა. 

ბიჭს სიმსივნის დიაგნოზი 9 თვის წინ დაუსვვეს და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. 

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.