Header Ads

უკვე ვნანობ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ვილაპარაკე – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თქმით ის ნანობს, რომ საჯაროდ ისაუბრა მის წინაშე მდგარ ბოლოდროინდელ პრობლემებზე, რომელიც უცნობი მამაკაცის მიერ მუქარასა და შანტაჟს ეხება. გრიგოლიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ღიად დაიწყო ლაპარაკი საზოგადოების ნაწილის წინაშე თავის მართლების პოზაში აღმოჩნდა. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სტუმრობისას ისაუბრა.

“უკვე ვნანობ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ვილაპარაკე. იმდენ უხერხულობასა და უცნაურობას გავდივარ მას მერე, რაც გავაკეთე ღია განცხადება. მარადიული თავის მართლების პოზაში აღმოვჩნდი საზოგადოების ნაწილის წინაშე, სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე აღმოვჩნდი და საერთოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანო, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება”– განაცხადა ინგა გრიგოლიამ,

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.