Header Ads

loading...

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

ნატო

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პრეზიდენტების ხანმოკლე კომუნიკაცია ნატოს ბრუსელის სამიტზე სამმხრივი შეხვედრის ფორმატში შედგა, სადაც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა იმ ინიციატივებზე ილაპარაკა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ვაშინგტონში მისი ვიზიტის დროს დაიწყო, რაც ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას გულისხმობს და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაშია გამოხატული.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქარველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის თქმით კი, გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც ამერიკის ერთგულ და მყარ პარტნიორს რეგიონში.

მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე ილაპარაკა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.