Header Ads

ბახტაძე: ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება

ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას, დეპუტატ ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამის შესახებ 1tv წერს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული ყაიდის ქვეყანა არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რაც აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების დაბრუნების საშუალებას მოგვცემს.

„განათლებული საქართველო და ისეთი ტიპის ეკონომიკა, როგორზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამაზე ისაუბრა და თქვა რომ პროგრამა, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, საშუალებას მოგვცემს, ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გავუზიაროთ ის სიკეთე, რაც ჩვენ მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ხელშეკრულებებმა, თავისუფალმა ვაჭრობამ და უვიზო მიმოსვლამ ევროპასთან.

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი კომიტეტების და ფრაქციების დონეზე მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.

ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას, დეპუტატ ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამის შესახებ 1tv წერს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული ყაიდის ქვეყანა არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რაც აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების დაბრუნების საშუალებას მოგვცემს.

„განათლებული საქართველო და ისეთი ტიპის ეკონომიკა, როგორზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამაზე ისაუბრა და თქვა რომ პროგრამა, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, საშუალებას მოგვცემს, ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გავუზიაროთ ის სიკეთე, რაც ჩვენ მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ხელშეკრულებებმა, თავისუფალმა ვაჭრობამ და უვიზო მიმოსვლამ ევროპასთან.

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი კომიტეტების და ფრაქციების დონეზე მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.