Header Ads

მედია: მოსკოვმა ბერძენი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერძენი დიპლომატების გაძევებისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ გამოცემა 'კომერსანტი' წერს. 

გაზეთის ცნობით, 13 ივლისს, რუსეთში საბერძნეთის ელჩი ანდრეას ფრიგანასი, საგარეო უწყებაში დაიბარეს, რათა მისთვის საპასუხო ზომების მიღება ეცნობათ. შეხვედრის შემდეგ 'მას საბერძნეთის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოუთქვეს' და სხვა სანქციები ამას არ მოჰყოლია. 

ოფიციალურად სამინისტროს განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. 

11 ივლისს,  საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან  ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. გავრცელებული ცნობით, დიპლომატები საბერძნეთისა და მაკედონიას შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერძენი დიპლომატების გაძევებისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტი" წერს. 

გაზეთის ცნობით, 13 ივლისს, რუსეთში საბერძნეთის ელჩი ანდრეას ფრიგანასი, საგარეო უწყებაში დაიბარეს, რათა მისთვის საპასუხო ზომების მიღება ეცნობათ. შეხვედრის შემდეგ "მას საბერძნეთის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოუთქვეს" და სხვა სანქციები ამას არ მოჰყოლია. 

ოფიციალურად სამინისტროს განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. 

11 ივლისს,  საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან  ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. გავრცელებული ცნობით, დიპლომატები საბერძნეთისა და მაკედონიას შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.