Header Ads

საინტერესო ფაქტები ირინა შეიკის შესახებ

ირინა შეიკი თანამედროვე მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი წარმომადგენელია, რომელმაც 32 წლის ასაკში უკვე დაიმკვიდრა თავი სტილის არაჩვეულებრივი შეგრძნებითა და იდეალური ფორმებით.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჩენა პაპარაცების ობიექტივში არასდროს რჩება უყურადღებო და მედიაშიც ყოველთვის აქტიურად იწერება,  არსებობს ბევრი საინტერესო ფაქტი, რომელიც ნაკლებადაა მასზე ცნობილი.



 





1. ირინა შეიკი 1986 წელს რუსეთში დაიბადა, მისი სრული სახელი და გვარი კი ირინა ვალერიევნა შეიხლისლამოვაა.





2. ირინას მხოლოდ 1 დედმამიშვილი - ტატიანა ჰყავს.



 



3. მოდელის მამა მეშახტე იყო, დედა კი რუსული ბაღის მუსიკის მასწავლებელი.





4. ირინა კატეგორიულ უარს აცხადებს PlayBoy-ში გამოჩენაზე, „დიახ, მე ხშირად ვპოზირებ საცვლებში, მაგრამ ეს სხვა დონეა. PLayBoy-მ დიდი თანხა შემომთავაზა, მაგრამ ამაზე არასდროს დავთანხმდები” - აღნიშნა მან.





5. როგორც თავად ამბობს, ირინა დიეტას არასდროს იცავს და ზედმეტ წონას ვარჯიშის აქტიური წესით ებრძვის - „კვირაში ხუთი დღის განმავლობაში ვვარჯიშობ, მაგრამ დიეტისგან ყოველთვის თავს ვიკავებ, ვცდილობ ჯანმრთელი ვიყო იმისთვის რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო, ჯანსაღი ცხოვრება კი გარეგნობაზეც აისახება“.





6. 9 წლის ასაკში ირინა მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა და 7 წლის მანძილზე სწავლობდა როიალზე დაკვრას.





7. ირინა პოპულარული რეპერის კანიე უესტის კლიპში - Power მონაწილეობს.





8. მოდელის მამა პნეუმონიით მაშინ გარდაიცვალა, როცა ის 14 წლის იყო, რთული მატერიალური მდგომარეობის გამო, ირინას დედა იძულებული გახდა ორი სამსახური შეეთავსებინა ერთმანეთისთვის.







9. მოდელობა მისი მიზანი არ ყოფილა, ირინამ მარკეტინგის სწავლა დაიწყო, თუმცა ის მოსაწყენად ჩათვალა და გადაიფიქრა.





10. მოდელის სიმაღლე 178 სმ-ია.





 



 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.