Header Ads

მარნეულში სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა



მარნეულში, ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. საცხოვრებელ სახლთან მათი მეგობრები, ნაცნობები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სმიტების სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.
დღესვე მარნეულის ცენტრში, ერთ-ერთ სკვერში სმიტების ოჯახის ფოტოების გამოფენაც მოეწყო. ამერიკელი ცოლ-ქმარი საქართველოში საცხოვრებლად შვიდი წლის წინ ჩამოვიდა და მარნეულში დასახლდა. ლორა და რაიან სმიტებს ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს.  მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
მათი მკვლელობის ბრალდებით მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწრი პატიმრობა  შეეფარდა.
მარნეულში, ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. საცხოვრებელ სახლთან მათი მეგობრები, ნაცნობები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სმიტების სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.

დღესვე მარნეულის ცენტრში, ერთ-ერთ სკვერში სმიტების ოჯახის ფოტოების გამოფენაც მოეწყო. ამერიკელი ცოლ-ქმარი საქართველოში საცხოვრებლად შვიდი წლის წინ ჩამოვიდა და მარნეულში დასახლდა. ლორა და რაიან სმიტებს ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს.  მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

მათი მკვლელობის ბრალდებით მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწრი პატიმრობა  შეეფარდა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.